Saturday, April 13, 2019


      პროექტგაკვეთილი არის სწავლების განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები მიმართავენ ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას, მის დასამუშავებლად ადგენენ გეგმას, მონაწილეობენ ამ გეგმის შესრულებაში და წარმოადგენენ ერთ საერთო პროდუქტს.
   პედაგოგიურ ლიტერატურაში პროექტგაკვეთილის სხვადასხვა სინონიმი გვხვდება: პროექტმეთოდი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო პროექტი და სხვ. პროექტგაკვეთილი როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალ ამოცანებს აყენებს, რომლებიც მას არსებითად განასხვავებს ტრადიციული გაკვეთილისგან.
პროექტგაკვეთილი შემდეგი ტიპობრივი ნიშნებით გამოირჩევა:
. პროექტის ინიციატივა მომდინარეობს პროექტის მონაწილეთაგან - როგორც მასწავლებლისგან, ასევე მოსწავლეებისგან;
. პროექტის მონაწილეები თანხმდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე;
 . ერთად ავითარებენ პროექტის ინიციატივას, რათა საქმიანობა იყოს გააზრებული და რაციონალური;
 . თანხმდებიან პროექტგაკვეთილის მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე;
 . თავად შემოსაზღვრავენ დროით ჩარჩოს და ამ დროს სხვადასხვა აქტივობაზე ანაწილებენ;
. თანხმდებიან სამუშაოს ჩარჩოებზე - შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით ინაწილებენ სამუშაოს;
. მთელი პროექტის მიმდინარეობისას ამჟღავნებენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ინტერესს;
 . მოსწავლეებს უვითარდებათ თვითორგანიზაციისა და თვითპასუხისმგებლობის გრძნობა;
. აფასებენ როგორც საკუთარ, ასევე პროექტის სხვა მონაწილეთა საქმიანობას;
 . მზად არიან სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის დასახმარებლად, მაშინაც კი, როცა მათი ინდივიდუალური ინტერესი არ არის წინა პლანზე;
 . საქმე აქვთ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და საგნებთან;
. მსჯელობენ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც თავად აწყდებიან, ეძებენ მათი მოგვარების გზებს;
 . თავად გეგმავენ და აწარმოებენ კვლევის პროცესს;
 . თვალნათლივ ხედავენ პროექტის შედეგს;
 . ხშირად იღებენ მათთვის გამოსადეგ პროდუქტს.
სასურველია, სხვადასხვა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტგაკვეთილები, რადგან საგანთა მომცველ - ინტერდისციპლინარულ - პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს ერთი და იმავე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში ეხმარება. ამ დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.

      პროექტგაკვეთილი არის სწავლების განსაკუთრებული ფორმა , რომლის დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები მიმართავენ ერთობლივად ფ...